თორნიკე ჯალაღონია
Aa
Aa

ჯალაღონიას ლელო საკმარისი არ აღმოჩნდა - პროვანსელები უმაღლესში ვერ გადავიდნენ

„პროვანს რაგბიმ“ მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მიიღო სრულიად დამსახურებული შანსი იმისა, რომ TOP 14-ის საგზური მოეპოვებინა, თუმცა გადათამაშების შეხვედრაში „პერპირიანთან“ 24:47 დამარცხდა, რის გამოც მომდევნო სეზონის PRO D2-ში გატარება მოუწევს.

მარცხში ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე თორნიკე ჯალაღონია, რომელმაც სხვა კომპონენტებში მაღალ დონეზე ასპარეზობის გარდა, მეტოქის ჩათვლის მოედანიც აიღო, თუმცა ეს საბოლოო მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გახარებული იყო გიორგი თეთრაშვილი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში პერპირიანელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.

ცნობისათვის, თორნიკე ჯალაღონიამ გასულ სეზონში „პროვანს რაგბის“ ღირსება 24 მატჩში დაიცვა, ჯამში მოედანზე 1694 წუთი გაატარა და 2 ლელო დადო. რაც შეეხება გიორგი თეთრაშვილს, 16 თამაშიდან 12-ში სასტარტოში იყო და 691 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხუთი ქართული ლელო - კვესელაძე გრენობლს ეფექტურად დაემშვიდობა
ხუთი ქართული ლელო - კვესელაძე გრენობლს ეფექტურად დაემშვიდობა