ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ბოლო თვეები რთული გვქონდა, მაგრამ ახლა პროგრესს ვხედავ“ - ვილი სანიოლი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა სანიოლმა:

ერთა ლიგა სექტემბერში იწყება და იქამდე დიდი დროა. ნაკრებში მსუბუქი ატმოსფეროა, მაგრამ ეს მოდუნების შესაძლებლობას არ გვაძლევს. ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე გუნდში გარკვეული პრობლემებით მოვიდნენ. საქმე ფინალს ან მნიშვნელოვან თამაშს რომ ეხებოდეს, გარისკვას ვიფიქრებდით, მაგრამ ამჯერად, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ ითამაშებენ თუ არა ხვალინდელ შეხვედრაში.

არ მახსენდება, რომ წარსულში კიტეიშვილის კაპიტნობაზე ვთქვი რამე. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე. ხვიჩამ თავისი გზა უნდა იპოვოს, თუ როგორი კაპიტანი იქნება. ამაში არ ვერევი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის საუკეთესოს გააკეთებს.

თუ გუნდისგან მეტ დინამიკას, მეტ დისციპლინას დავინახავთ, ეს ხვალინდელ მატჩში წარმატებული შედეგი იქნება. ბოლო 6 თვე რთული გვქონდა, მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ მეტი პოზიტივი შეინიშნება.

პირველ რიგში, ქართველი გულშემატკივარი გამორჩეულია და ამის მაგალითად ევროპის ჩემპიონატს მოვიყვან. გთხოვთ, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით იყოთ, იქნება ეს სასიხარულო მომენტებში, თუ რთულ პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს თარიღი ყოველთვის მემახსოვრება“ | მამაგეიშვილისა და ბერიაშვილის კომენტარები
„ეს თარიღი ყოველთვის მემახსოვრება“ | მამაგეიშვილისა და ბერიაშვილის კომენტარები