გურამ გოგიჩაშვილი
Aa
Aa

გოგიჩაშვილის მეორე ლელო სეზონში - რასინგმა კასტრს მოუგო

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გურამ გოგიჩაშვილმა უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. TOP 14-ის 23-ე ტურში „რასინგმა“ საკუთარ სტადიონზე „კასტრი“ 52:21 დაამარცხა, მასპინძლების შემადგენლობაში კი ერთი ლელო 42-ე წუთზე სწორედ გოგიჩაშვილმა დადო. მისი პირველი წამოწყებული შეტევა კასტრელებმა თითქოს შეაჩერეს, თუმცა მეორე მიძალებას ვეღარ გაუძლეს და მიმდინარე სეზონში გურამმა მეტოქის ჩათვლის მოედანი მეორედ აიღო.

გოგიჩაშვილი „რასინგის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. მის მსგავსად ძირითადში დაიწყო ასპარეზობა მასპინძლების მეორე ქართველმა ლეგიონერმა გია ხარაიშვილმა, რომელმაც მოედანი 48-ე წუთზე დატოვა. რაც შეეხება „კასტრის“ შერკინების მოთამაშეს, ლევან ჩილაჩავა თადარიგში გახლდათ და ცვლილებაზე 62-ე წუთზე შევიდა.

ცნობისათვის, გურამ გოგიჩაშვილმა წლევანდელ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 სასტარტოში დაიწყო და როგორც უკვე მოგახსენეთ, ორი ლელო დადო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთში - დარბაიძე ბიარიცში ითამაშებს
კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთში - დარბაიძე ბიარიცში ითამაშებს