დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ლელო ყოფილ გუნდთან - ნინიაშვილმა ლიონთან გაიბრწყინა

საფრანგეთის ტოპ 14-ში დავით ნინიაშვილი ყოფილ კლუბს ლიონს დაუპირისპირდა. ლა როშელმა 36:19 გაიმარჯვა, ხოლო ქართველმა მორაგბემ მე-18 წუთზე ლელო დადო.

აღსანიშნავია, რომ ნინიაშვილმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გატანილი ლელო არ აღნიშნა და გულშემატკივრების კიდევ უფრო დიდი პატივისცემა დაიმახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ დავითს მიმდინარე სეზონში 3 ლელო დაუგროვდა. მან ლიონის გარდა თავი კლერმონთან და მონტობანთან გამოიჩინა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ლა როშელს სატურნირო ცხრილში 20 ქულა დაუგროვდა და მე-7 პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში, ნინიაშვილის გუნდი რასინგს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დათო აბდუშელიშვილი „ჩიტასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა | რაგბი
დათო აბდუშელიშვილი „ჩიტასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა | რაგბი