ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

„პატიოსნება და თამაშის ღრმა ცოდნა“ – ამაშუკელი მსოფლიოს ტოპ-ათეულში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Ruck.co.uk-მა მსოფლიოს უძლიერესი არბიტრების ათეული შეადგინა და ნიკა ამაშუკელი მეექვსე ადგილზე გაიყვანა. ბოლო პერიოდში 31 წლის ქართველი მსაჯის პროგრესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რაც ბუნებრივია მსოფლიოში ქართული რაგბის ავტორიტეტის კიდევ უფრო მეტად ამაღლებას უწყობს ხელს. ამაშუკელს ცნობილი ვებ-გვერდი ასეთ ახასიათებს:

„მათი საყვარელი გუნდისთვის რამდენადაც ცუდი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, ნებისმიერი გულშემატკივარი ხაზს უსვამს ნიკა ამაშუკელის პატიოსნებასა და თამაშის ღრმა ცოდნას. ამას ემატება რეგულარული კომუნიკაცია როგორც მოთამაშეებთან ასევე ქომაგებთან, რასაც ბუნებრივია სერიოზული გამბედაობა სჭირდება და ამ ყველაფერმა ქართველს მოკლე პერიოდში დიდი აღიარება მოუტანა. საერთო ჯამში ამაშუკელის წარმატებულ კარიერას მისი მყარი ფსიქოლოგია და გამძლეობა განსაზღვრავს“.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ტოპ-ათეულში ნიკა ამაშუკელს მეექვსე პოზიცია უჭირავს და მასზე წინ ბენ ოკიფი, ნიკ ბერი, ენგუს გარდნერი, ლუკ პირსი და ჰოლი დევიდსონი დააყენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევანში ბორჯღალოსნებისთვის - შავი ლომის გამარჯვება აფრიკაში
რევანში ბორჯღალოსნებისთვის - შავი ლომის გამარჯვება აფრიკაში