ოფიციალურად - გიორგი ჯავახია კარიერას ტულონში გააგრძელებს
Aa
Aa

ოფიციალურად - გიორგი ჯავახია კარიერას ტულონში გააგრძელებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი გიორგი ჯავახია კარიერას „ტულონში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს:

„რაგბი კლუბ „ტულონი“ სიამოვნებით აცხადებს 29 წლის გიორგი ჯავახიას ტრანსფერის შესახებ – ქართველი მორაგბე „ტულონმა“ „გრენობლიდან“ დაიმატა. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ ის ახალ გუნდში ვარჯიშს დაუყოვნებლივ დაიწყებს.

შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებით (194 სმ, 124 კგ) და ძალისმიერი თვისებებით ცნობილი მეორეხაზელი, თავის პოზიციაზე PRO D2-ის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა, ამიერიდან ჯავახია „ტულონის“ მეორე ხაზს გააძლიერებს.

გიორგი ჯავახიას საქართველოს ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზეა 130-ზე მეტი შეხვედრა საფრანგეთის ჩემპიონატში – თამაშობდა „ლიონში“, „ორიაკში“ ბოლოს კი „გრენობლში“, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე სეზონში ხუთ თამაშში სამი ლელო მიითვალა.

გიორგი ჯავახიას გარდა „ტულონში“ საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ბექა გიგაშვილი და ნიკოლოზ ნარმანია თამაშობენ. კლუბის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიან იორგი ხონელიძე, მიხეილ შიოშვილი და დავით ბარამია.

სხვადასხვა დროს „ტულონის“ ღირსებას არაერთი ქართველი მორაგბე იცავდა – გია ლაბაძე, მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე, ირაკლი ნატრიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატიოსნება და თამაშის ღრმა ცოდნა“ – ამაშუკელი მსოფლიოს ტოპ-ათეულში
„პატიოსნება და თამაშის ღრმა ცოდნა“ – ამაშუკელი მსოფლიოს ტოპ-ათეულში