საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ნოემბრის ტესტ-მატჩები - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

როგორც ივლისის, ასევე ნოემბრის ტესტ-მატჩები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მიმდინარე თვეში გასამართ სამ შეხვედრას მაინც განსაკუთრებული და პრინციპული მნიშვნელობა აქვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ დეკემბერში 2027 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საიმისოდ, რომ ბორჯღალოსნები მეორე კალათაში იყვნენ, რეიტინგში მეთერთმეტე ადგილის შენარჩუნება აუცილებელია.

კანადელებთან, ამერიკელებთან და იაპონელებთან მატჩისთვის რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა უკვე გამოაქვეყნა და უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული გუნდის დამრიგებელმა ყველა უძლიერეს მორაგბეს მოუყარა თავი. ბორჯღალოსნები სრულად უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან და სრულფასოვან მზადებას შეუდგებიან.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა

შერკინება:

ნიკა აბულაძე, დავით აბდუშელიშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბექა გიგაშვილი, კახა დარბაიძე, ვანო კარკაძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დემურ ეფრემიძე, თემურ წულუკიძე, ბექა გორგაძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი სინაურიძე.

ხაზი

ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, ზაურ ლუტიძე, აკა ტაბუცაძე, ალექსანდრე თოდუა, შალვა აფციაური, დავით ნინიაშვილი, ლუკა ცირეკიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების სამივე ტესტ-მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. 8 და 15 ნოემბერს, ბორჯღალოსნები ბათუმში აშშ-ის და კანადის ეროვნულ გუნდს მიიღებენ, ხოლო 22 ნოემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე იაპონელებს უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატიოსნება და თამაშის ღრმა ცოდნა“ – ამაშუკელი მსოფლიოს ტოპ-ათეულში
„პატიოსნება და თამაშის ღრმა ცოდნა“ – ამაშუკელი მსოფლიოს ტოპ-ათეულში