საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კარპატის თასზე 3 მატჩს გამართავს
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. ჩვენი გუნდი „კარპატის თასზე“ სამ შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ წელს, იანვრის დასაწყისში იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ.
საქართველოს ეროვნული გუნდი ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით „კარპატის თასზე“ საასპარეზოდ წელს უკვე მეორედ გაემგზავრა, ამჯერად სახეცვლილი შემადგენლობით.
ჩვენი გუნდი ტურნირს სლოვაკეთთან შეხვედრით გახსნის. შემდეგ მასპინძელს დაუპირისპირდება და უკრაინით დაასრულებს გამოსვლას.
ტრადიციულ ტურნირზე მცირე ტრავმის გამო, არ იასპარეზებს გიორგი ცხოვრებაძე, სანდრო დარსანია და ზურაბ ცინცაძე. მათ ნაცვლად რუმინეთში გაემგზავრებიან გიგი რუხაძე, ვახტანგ ხარებაშვილი და გუგა უთმელიძე.
„კარპატის თასზე“ საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
გიგი რუხაძე, ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ირაკლი კბილაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი არეშიძე, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ლაპიაშვილი, დავით ნიქაბაძე, მირიან გავაშელიშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხელისუფალი, გიგა მელიავა, ვახტანგ ხარებაშვილი, გუგა უთმელიძე.
„კარპატის თასი“:
31 ოქტომბერი
სლოვაკეთი – საქართველო
1 ნოემბერი
რუმინეთი – საქართველო
2 ნოემბერი
უკრაინა – საქართველო
წყარო: ხელბურთის ფედერაცია