„შანსები 50/50-ზეა“ | ომალიმ მერაბისა და სენდჰეგენის ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ჩხუბზე ილაპარაკა. „შუგას“ აზრით, „სენდმენი“ ბევრად რთული მეტოქეა, ვიდრე ხალხს ჰგონია და „მანქანას“ მარტივი ორთაბრძოლა არ ელის.
„რთულია ვთქვა, ვინ მოიგებს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, დვალიშვილზე დავდებდი ფსონს. თუ მერაბმა კორი დაიჭირა, სენდჰეგენი მიხვდება, ფიზიკურად რა ძლიერია ეს პატარა ქართველი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვცდებოდე — არსებობს შანსი, რომ კორიმ ჭიდაობაში საოცარი დაცვა აჩვენოს და დვალიშვილს მოუგოს.
რაც შეეხება მერაბს — ისევ ილუზიებში ვარ და მგონია, რომ მისი დამარცხება შემიძლია. მაქს ჰოლოუეიმ დასტინ პორიესთან პირველი ორი ბრძოლა წააგო, შემდეგ კი მოუგო. ასე რომ, არასდროს თქვა „არასდროს“.“
შეგახსენებთ, რომ სენდჰეგენისა და დვალიშვილის ორთაბრძოლა თბილისის დროით 5 ოქტომბერს გაიმართება და UFC 320-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ამავე საღამოს მთავარი ორთაბრძოლა მაგომედ ანკალაევსა და ალექს პერეირას შორის გაიმართება.