გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე პარიზში? | RMC Sport-ი ჩაშლილ ტრანსფერზე წერს

საფეხბურთო კლუბი „პარიზი“, რომელიც მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში პირველად ითამაშებს, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობდა. ამის შესახებ RMC Sport-ის ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს.

ლიგა 1-ში აღზევების შემდეგ „პარიზმა“ „რეიმსის“ განაპირა მცველები ნოა სანგი და ტიბო დე სმეტი, „პორტუს“ ცენტრალური მცველი ოტავიო და „ნანტის“ გარემარბი მოზეს საიმონი დაიმატა, ხოლო შეტევის გასაძლიერებლად „ლიონის“ ქართველი ფორვარდის დამატება სურდა.

„პარიზულმა კლუბმა მიქაუტაძის საკითხზე „ლიონს“ მიმართა, თუმცა მოლაპარაკებები მალევე შეწყდა, ქართველი ფორვარდის მაღალი ფასის გამო“, - წერს ტავოლიერი.

აქვე გეტყვით, რომ „ლიონის“ დატოვება მიმდინარე ზაფხულში თავად მიქაუტაძემაც გამორიცხა. მისი თქმით, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და „ლიონის“ დატოვება სურს.

მიქაუტაძის მომავალზე „ლიონის“ თავკაცმა, პაულო ფონსეკამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფორვარდის შენარჩუნება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვუდმენი: ალისონთან და მამარდასთან ერთად ვარჯიში ნამდვილი სიამოვნებაა
ვუდმენი: ალისონთან და მამარდასთან ერთად ვარჯიში ნამდვილი სიამოვნებაა