ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„პიმბლეტი უფრო ჰგავს კონორს, ვიდრე თოფურია“ - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი

ილია თოფურიაზე საუბრისას UFC-ის ყოფილი მსუბუქი წონის ჩემპიონი ფრენკი ედგარი ამბობს:

„მეორედ კონორი აღარ იარსებებს. ეს ჩემი აზრია. უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ ხდება. კონორმა უკვე გააკეთა ყველაფერი. ამიტომ აღარ განმეორდება.

პედი პიმბლეტი უფრო ჰგავს კონორს, ვიდრე თოფურია. ილია ცდილობს, რაღაც სასაცილო ფრაზებს ამბობს, მაგრამ კონორივით კარგი არ არის. ის უბრალოდ ცდილობს მას დაემსგავსოს და მეტი არაფერი. კონორი განსაკუთრებულია. ჩეილ სონენიც განსაკუთრებული იყო. ოღონდ, ჩეილს რომ ყველაფერი შეესრულებინა, რასაც ამბობდა, მერწმუნეთ, ის სპორტის უდიდესი სუპერვარსკვლავი იქნებოდა.

კონორი კი... ხშირად იმ ზღვარსაც გადადიოდა, რაც ჩემთვის უკვე ზედმეტი იყო.“

— განაცხადა ედგარმა The Champ and The Tramp-ის პოდკასტში.

მსგავსი სიახლეები