„მის დანოკაუტებას შევძლებ, თუ...“ - ფიზიევმა ოლივეირაზე ილაპარაკა
მსუბუქ წონით დივიზიონში UFC-ის რეიტინგის მე-10 ნომერმა, რაფაელ ფიზიევმა ჩარლზ ოლივეირაზე ილაპარაკა, რომელიც მისი მომდევნო მეტოქეა.
აზერბაიჯანელი მებრძოლი არ გამორიცხავს, რომ „დუ ბრონქსის“ დანოკაუტებას შეძლებს.
„ვფიქრობ, ჩარლზს ყველაფერი რიგზე აქვს - ის ძალიან გამოცდილია. მასთან ჩხუბი, ეს ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა. მე კიკბოქსერი ვარ. ჩემი დარტყმები ძლიერია. თუ შევძლებ სწორად დავარტყა, სავარაუდოდ შევძლებ მის დანოკაუტებას“, - თქვა ფიზიევმა.
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე, ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიასთან დამარცხდა. „ელ მატადორმა“ ის პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
ბრაზილიელი მებრძოლის ანგარიშზე 35 გამარჯვება და 11 მარცხია.
რაც შეეხება ფიზიევს, მან ბოლოს იგნასიო ბაჰამონდესთან იჩხუბა და ის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.