კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

დე ბრუინი: სიმდიდრე ბევრ რამეს ცვლის, საპირისპიროს თქმა თვალთმაქცობა იქნება

კევინ დე ბრიუინმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა მისი ცხოვრება სიმდიდრემ.

– როგორი ოჯახი გყავდათ?

„დედა დიასახლისი იყო, მამა ქარხანაში მუშაობდა, არაფერი განსაკუთრებული. 14 წლის ასაკში სახლიდან წავედი, ბელგიის მეორე ბოლოსკენ გადავედი და მზრუნველ ოჯახში დავიწყე ცხოვრება – მხოლოდ იმისთვის, რომ ფეხბურთი მეთამაშა. ეს მათთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. ახლა, როგორც მამას, ეს ყველაფერი უფრო კარგად მესმის. თუ ერთ დღეს ჩემი შვილი მსგავს რამეს მთხოვს, რთული იქნება. დღეს მამა ჩემთან ერთად მუშაობს და ინვესტიციებში მეხმარება“.

– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც გამდიდრდით?

„ძალიან ბევრი რამ, საწინააღმდეგოს თქმა თვალთმაქცობა იქნებოდა. ფეხბურთის თამაში, ყურადღების ცენტრში ყოფნა, დიდი თანხების მიღება – ეს ყველაფერი ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ცვლის გარემოცვასაც, და ეს უკვე მედლის მეორე მხარეა. მაგალითად, ხშირად ხდება, რომ ცოლი სახლში მარტო რჩება სამი ბავშვთან ერთად – და ეს მარტივი ნამდვილად არ არის.

ჩვენ არ ვცხოვრობთ იმავე დონეზე, როგორც ჩვეულებრივი ოჯახები, მაგრამ ვცდილობ, შვილები სწორად გავზარდო. ცხადია, ამ ეტაპზე მათ არ ესმით განსხვავება იმ ცხოვრების სტილს შორის, რაც ახლა გვაქვს, და იმ რეალობას შორის, რაც მე და ჩემს ცოლს ბავშვობაში გვქონდა. მაგრამ ერთხელ ეს მაინც მოუწევთ გააცნობიერონ“.

– განაცხადა „ნაპოლის“ ნახევარმცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები