გუნდური ვერცხლი და ხუთი მედალი - ბატუტზე მხტომელების წარმატება
Aa
Aa

გუნდური ვერცხლი და ხუთი მედალი - ბატუტზე მხტომელების წარმატება

პორტუგალიაში გამართული ბატუტზე მხტომელთა საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. მათ ასპარეზობა 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და გუნდურ შეჯიბრებაში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ხუთიდან სამი მედალი ქართველებმა 14-წლამდელთა ტურნირზე მოიგეს, სადაც ინდივიდუალურ გამოსვლებში მარიამ გაბრიაძემ - ვერცხლი, ხოლო ელენე კირთაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე ასაკობრივი კატეგორიის გუნდურ შეჯიბრებაში კი, საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც გაბრიაძისა და კირთაძის გარდა, ნინო უსუბიანი იცავდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საუკეთესო შედეგი აჩვენა და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა ქრისტინე პლეხანოვი, რომელიც 12-წლამდე ასაკის ბავშვების შეჯიბრებაში ასპარეზობდა. 16-წლამდელებს შორის კი ნინო ქორიძე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დაპირისპირება ტანვარჯიშის ფედერაციაში - აქცია და შეწყვეტილი საწვრთნელი პროცესი
დაპირისპირება ტანვარჯიშის ფედერაციაში - აქცია და შეწყვეტილი საწვრთნელი პროცესი