ტანვარჯიში
Aa
Aa

მედლები ოთხ დისციპლინაში - ტანმოვარჯიშეების ტრიუმფი რომში

რომში გამართული მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. პრესტიჟულ შეჯიბრებაში, რომელიც 9 ივლისიდან 13 ივლისამდე მიმდინარეობდა, თბილისიდან და აჭარიდან კუზმიდის სკოლის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და ოთხ დისციპლინაში 7 მედალი მოიპოვეს.

საუკეთესო შედეგი ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა გურზებით ვარჯიშში აჩვენეს, სადაც როგორც მარია ირანი, ასევე ნიტა ელიავა ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თათული ტალახაძემაც, რომელიც უსაგნო ვარჯიშში მონაწილეობდა. ამავე დისციპლინაში კი საპრიზო მესამე ადგილი ლილე სალუქვაძემ და ლილე ზოიძემ დაიკავეს. რაც შეეხება მარიამ ქურდაძესა და სოფია საროიანს, ისინი შესაბამისად, რგოლით ვარჯიშსა და რგოლითა და ბურთით ვარჯიშში, ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს თელავმა უმასპინძლა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯამაგიძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე - ქართველი ტანმოვარჯიშის წარმატება
ჯამაგიძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე - ქართველი ტანმოვარჯიშის წარმატება