ჯამაგიძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე - ქართველი ტანმოვარჯიშის წარმატება
ბულგარეთში მიმდინარე ტანვარჯიშის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ნიტა ჯამაგიძემ დიდ წარმატებას მიაღწია. იუნიორებს შორის გამართულ ტურნირზე ახალგაზრდა ტანმოვარჯიშემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩვენს ქვეყანას ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა.
მხატვრული ტანვარჯიშის შეჯიბრება საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და ჯამაგიძემ ბურთით ვარჯიშში ყველა ელემენტი უმაღლეს დონეზე შეასრულა. საოცარი კონკურენციის ფონზე (71 ქვეყნის 350-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა) ნიტამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოს ჩემპიონიც გახდა, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და ტურნირის რამდენიმე ექსპერტისგან აღინიშნა კიდეც, რომ მას დიდი მომავალი აქვს.
ნიტა ჯამაგიძე ტურნირისთვის ლალი დოლიძის ხელმძღვანელობით ემზადებოდა, უახლოეს მომავალში კი, თავის ასაკობრივ კატეგორიაში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებაში მოსინჯავს ძალებს.