ევროპის ქართველი ჩემპიონები - თავისუფლების 3 ოქრო
Aa
Aa

ევროპის ქართველი ჩემპიონები - თავისუფლების 3 ოქრო

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მსგავსად, ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ბელდუხ გავაშელიშვილის მომზადებულმა გუნდმა 164 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ აზერბაიჯანს - 31, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ უკრაინას 83 ქულით აჯობა.

ევროპის ჩემპიონები 79, 86 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად, დავით ჭეჭელაშვილი, დაჩი პაპინაშვილი და კონსტანტინე პეტრიაშვილი გახდნენ. ფინალში ჭეჭელაშვილმა აზერბაიჯანელ მურადხან ომაროვს, პაპინაშვილმა თურქ აჰმეთ იაგანს, ხოლო პეტრიაშვილმა ფრანგ აშაბ დადაევს აჯობა. ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ნიკა ზანგალაძეს (47 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ვასიფ ბაღიროვთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

საპრიზო მესამე ადგილი საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების სამმა წევრმა, საბა ღამბაშიძემ (61 კგ), გიგა ოთინაშვილმა (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) დაიკავეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პირველი მათგანი აზერბაიჯანელ ბაშირ ვერდიევზე, ოთინაშვილი მოლდოველ ალექსანდრ გაიდარლიზე, ხოლო აბრამიშვილი უკრაინელ ივან მიროშიჩენკოზე ძლიერი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭეჭელაშვილის და პეტრიაშვილის ოქროს მედლები ევროპის ჩემპიონატზე (U20)
ჭეჭელაშვილის და პეტრიაშვილის ოქროს მედლები ევროპის ჩემპიონატზე (U20)