26-წლიანი პაუზის შემდეგ - უმედლო მსოფლიო თავისუფალ ჭიდაობაში
Aa
Aa

26-წლიანი პაუზის შემდეგ - უმედლო მსოფლიო თავისუფალ ჭიდაობაში

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სრული კრახით დაასრულა. მთავარი მწვრთნელის დავით ხურციას ხელმძღვანელობით ხალიჩაზე ათ წონით კატეგორიაში ამდენივე სპორტსმენი გავიდა და ყველა მათგანი საპრიზო ადგილის გარეშე დარჩა. შედეგად დავდექით სავალალო რეალობის წინაშე - პირველად, 1999 წლის შემდეგ, ანუ 26-წლიანი პაუზის მერე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლო დაასრულეს.

მიზანთან ყველაზე ახლოს მირიან მაისურაძე (92 კგ) გახლდათ, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ოსმან ნურმაგომედოვთან დამარცხდა. ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო გივი მაჭარაშვილის (97) ტურნირიდან ნაადრევად გამოთიშვა, რომელიც მეოთხედფინალში იაპონელ იოშიდასთან 2:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავისუფალი მოჭიდავეების ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საერთო ჯამში 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 33 ბრინჯაოს მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა