21 მედალი სომხეთიდან - 17-წლამდე მოჭიდავეთა ტრიუმფი
Aa
Aa

21 მედალი სომხეთიდან - 17-წლამდე მოჭიდავეთა ტრიუმფი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და შეჯიბრება საერთო ჯამში 21 მედლით დაასრულეს, საიდანაც 7 ოქროს, 7 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოსი იყო.

ქართული ფინალი ვაჟებს შორის - 71, ხოლო გოგონებს შორის 53 და 68 კილოგრამ წონით კატეგორიებში შედგა. მარიამ გრიგალაშვილმა (53 კგ) ნინი ლომიძეს, მირანდა კაპანაძემ (68 კგ) ანანო ჩაჩანიძეს, ხოლო ლუკა მახარაძემ (71 კგ) რატი რევაზაშვილს აჯობა. ამ სამეულის გარდა, ტურნირის ჩემპიონები ანი ლომიძე (43 კგ), საბა მინდიაშვილი (51 კგ)  ტარიელ საათაშვილი ( 55 კგ) და გიორგი აბრამიშვილი (110 კგ) გახდნენ.

შეჯიბრების დასკვნით დღეს გუნდური შეჯიბრი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და პირველი ადგილი დაიკავა. გია კვინიკაძისა და მალხაზ ჯორბენაძის გაწვრთნილმა გუნდმს ფინალში ირანელები 6-4 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი ვერცხლის მედალი | თავისუფლების მონაგარი U23 მსოფლიო ჩემპიონატზე
ერთი ვერცხლის მედალი | თავისუფლების მონაგარი U23 მსოფლიო ჩემპიონატზე