ოფიციალურად | ანდონი ირაოლა ლივერპულის მთავარი მწვრთნელია
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“დაადასტურა, რომ არნე სლოტი ანდონი ირაოლამ ჩაანაცვლა. ესპანელმა სპეციალისტმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ „წითლებში“ დანიშვნით აღფრთოვანებულია.
We can confirm Andoni Iraola has agreed a deal to become the club’s new head coach ahead of the 2026-27 season ????
— Liverpool FC (@LFC) June 4, 2026
„ძალიან, ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რადგან ლივერპულის შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით. ვიცით, რომ ლივერპული უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. როდესაც ამას შიგნიდან გრძნობ და ამ კლუბის არსს ცოტა უფრო ღრმად იგებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ მართლაც ასეა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს განსაკუთრებული კლუბია. ბევრი რამ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ლივერპულმა მიგიზიდოს. ლივერპული ხომ ლივერპულია. თუმცა, ატმოსფერო, გულშემატკივრები, თავად კლუბი, ფეხბურთელები... ჩემთვის ეს არის შანსი, ვავარჯიშო უმაღლესი დონის მოთამაშეები და ვიბრძოლო ტიტულებისთვის. ვფიქრობ, ამაზე უფრო მიმზიდველი არაფერი შეიძლება იყოს. მსგავსი რამის პოვნა ძალიან რთულია. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას.“
შეგახსენებთ, რომ 43 წლის სპეციალისტი ბოლოს „ბორნმუთს“ წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა პრემიერ ლიგის გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა.
"I want to become one more of you." ✊ pic.twitter.com/EN38rKmKRz
— Liverpool FC (@LFC) June 4, 2026