მეორე წაგება აპოლონთან - დილამ საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა
გორის დილასთვის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. დილამ აპოლოთან განმეორებითი მატჩი 3:0 წააგო.
პირველ ტაიმში მასპინძლებს სრული უპირატესობა ჰქონდათ. ვავალისის შეგირდებმა მოწინააღმდეგის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.
ანგარიში 22-ე წუთზე საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად ტომასმა გახსნა და პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.
აპოლონი ორი მატჩის ჯამში უკვე 5:0-ს იგებდა და შეტევაში დიდად აღარ აქტიურობდა, თუმცა ვერც დილა გვთავაზობდა რაიმე საინტერესოს.
62-ე წუთზე, როდრიგესმა ეფექტური თავური დარტყმით მეორე გოლი გაიტანა და უპირატესობა უფრო სოლიდური გახდა. საბოლოო წერტილი კი მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროში ესკრიშემ დასვა.
შეგახსენებთ, რომ გორის დილამ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე წრეში დაასრულა. ვავალისის გუნდმა პირველ წრეში ვირტუსს ორი მატჩის ჯამში 3:2 მოუგო.