„მსოფლიო ჩემპიონატი ფიფას საკუთრება არ არის“ - უეფას მკაცრი პასუხი ინფანტინოს გეგმას
უეფა მწვავედ გამოეხმაურა ფიფას გეგმას, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა ტურნირების დასაფინანსებლად კერძო ინვესტიციების მოზიდვას განიხილავს.
როგორც Financial Times-ი და The Times-ი იუწყებიან, ფიფა გეგმავს ფეხბურთის განვითარების დაფინანსება 10 მილიარდ დოლარზე მეტამდე გაზარდოს. ინიციატივა ძალაში მხოლოდ წევრი ასოციაციების თანხმობის შემთხვევაში შევა.
The Times-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა პროექტმა შესაძლოა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ათეულობით მილიონი ფუნტის შემოსავალი მოუტანოს.
ამ ცნობებს უეფა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და ფიფა მკაცრად გააკრიტიკა.
„ეს იმ ზღავრის გადაკვეთაა, რომელიც ფეხბურთის მმართველმა ინსტიტუტებმა არასოდეს უნდა გადაკვეთონ.
არც ერთი ჩვენგანი არ არის ფეხბურთის მფლობელი. მსოფლიო ჩემპიონატი ფიფას საკუთრება არ არის, რომ გაყიდოს,“ — ნათქვამია უეფას განცხადებაში.