სპორტინგი მოთხოვნებს არ ცვლის - ხეტაფეში ტრანსფერი ჭიანურდება
გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის საკითხზე სპორტინგსა და ხეტაფეს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მხარეები ამ დრომდე საბოლოო შეთანხმებას ვერ აღწევენ. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Relevo-ს ჟურნალისტი დიეგო ოტერო ავრცელებს.
„ხეტაფესა“ და „სპორტინგს“ შორის ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა პორტუგალიური კლუბი საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლის, რაც შეთანხმების მიღწევას ართულებს,“ – წერს ოტერო.
მანამდე პორტუგალიური გამოცემა A Bola-ც იუწყებოდა, რომ ლა ლიგის კლუბი ქართველი ნახევარმცველის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული. მათი ინფორმაციით, ყველაზე რეალურ ვარიანტად ფეხბურთელის იჯარით გადასვლა განიხილება.
თუმცა გარიგების ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია. არ სახელდება, რა თანხას ითხოვს „სპორტინგი“ იჯარის სანაცვლოდ და იქნება თუ არა ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი. ასევე გაურკვეველია, თუ ასეთი პუნქტი ჩაიდება, მისი გააქტიურება 2027 წელს სავალდებულო იქნება თუ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში.
ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ გასულ წელს შეუერთდა, თუმცა რეგულარული სათამაშო დრო ვერ მიიღო, რის გამოც მისი იჯარით გაშვება ერთ-ერთ ყველაზე რეალურ სცენარად განიხილება. „ხეტაფეში“ გადასვლის შემთხვევაში 26 წლის ქართველი ნახევარმცველი კარგად ნაცნობ გარემოში დაბრუნდება და კარიერას კვლავ ლა ლიგაში გააგრძელებს.