იბერია 1999, იაია ტურე
Aa
Aa

“2-ბურთიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს“ - ტურე იბერიასთან მატჩის წინ

იბერია 1999 ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში სლოვანს ესტუმრება. მატჩის წინ, სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაია ტურემ კომენტარი გააკეთა.

ტურე:

„გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. იბერიას წინააღმდეგ ტიგრან ბარსეგიანი, ნინო მარცელი და გუნდის კაპიტანი ანდრაჟ შპორარი ვერ ითამაშებენ. შპორარი თბილისის მატჩში დაშავდა და ვარჯიშს, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში დაუბრუნდება. მარცელის რეაბილიტაციას სამი-ოთხი კვირა დასჭირდება, ხოლო ბარსეგიანი მზად ისევ არ არის.

პირველი შეხვედრა 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ფეხბურთში დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ორბურთიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს. კარგად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს პატივი ვცეთ. „იბერია“ თბილისში კარგი გუნდი აღმოჩნდა და დარწმუნებული ვარ, ბრატისლავაშიც ბოლომდე იბრძოლებს თავისი შანსისთვის.

ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. მინდა, ფეხბურთელებმა ტრიბუნებიდან შექმნილი შესანიშნავი ატმოსფერო თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. პირველ მატჩში ჩვენი პრესინგი არათანმიმდევრული იყო და ბურთს ხშირად ვკარგავდით. დარწმუნებული ვარ, საპასუხო შეხვედრაში გაცილებით უკეთ ვითამაშებთ“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში გაიმართა და სლოვანმა 2:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი 29 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 22:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი მსაჯობა არ შეიძლება | დემჩენკოს შეფასება
ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი მსაჯობა არ შეიძლება | დემჩენკოს შეფასება