ფაბრიციო რომანო: გამარჯვების შემთხვევაში, რიკელმეს რეალში კლოპის მიყვანა სურს
„რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, ენრიკე რიკელმეს მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის დანიშვნა სურს. ინფორმაციას ყველაზე გავლენიანი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„ენრიკე რიკელმე მალე დაასახელებს იმ ახალი მწვრთნელის ვინაობას, რომლის ხილვაც მას სურს... და კვლავ, წყაროები მეუბნებიან, რომ ეს იურგენ კლოპი უნდა იყოს.
ფლორენტინო პერესის კანდიდატი ჟოზე მოურინიოა, ეს უკვე ოფიციალურია. ინდუსტრიის წყაროები იურგენ კლოპს იმ პოტენციურ კანდიდატად ასახელებენ, რომელსაც ენრიკე რიკელმე წარადგენს, თუმცა ის თავად მოუყვება გულშემატკივრებს თავისი სტრატეგიისა და სახელების შესახებ, ასე რომ, მოდით, დაველოდოთ“
, - განაცხადა რომანომ.
ცნობისთვის, კლოპს 2024 წელს „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ მწვრთნელად არ უმუშავია.
ბოლოს გეტყვით, რომ ენრიკე რიკელმე გამარჯვების შემთხვევაში, „რეალის“ ქომაგებს ერლინგ ჰოლანდისა და როდრის ტრანსფერებსაც ჰპირდება. ფლორენტინო პერესის დაპირებები კი ჯერჯერობით ასეთია: ჟოზე მოურინიო, დენზელ დუმფრისი და იბუ კონატე.