ერთი ვერცხლის მედალი | თავისუფლების მონაგარი U23 მსოფლიო ჩემპიონატზე
სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლის მედლით დაასრულა.
ტურნირის დასკვნით დღეს ოქროს და ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ორ მოჭიდავეს ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ორივე მათგანი დამარცხდა. 97 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში მერაბ სულეიმანიშვილი იაპონელ არაშ იოშიდას დაუპირისპირდა და 2:12 დამარცხდა, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა, თორნიკე სამხარაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ ალი ტკოცაევთან 2:13 დათმო.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობამდე მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.