მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ნურმაგომედოვი: მინდა მერაბზე შური ვიძიო და ტკივილი მივაყენო

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა, მერაბ დვალიშვილთან რევანშის სურვილი კვლავ გამოთქვა.

„რა თქმა უნდა, მინდა მერაბზე შური ვიძიო და ტკივილი მივაყენო. ნამდვილად მინდა, რომ მას სახე დავულეწო ხუთივე რაუნდის განმავლობაში“, - თქვა რუსმა მებრძოლმა.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვის ანგარიშზე MMA-ში 19 მოგება და 1 მარცხი აქვს - ერთადერთი, ვინც მისი დამარცხება შეძლო, დვალიშვილია.

მათი ბრძოლა 18 იანვარს, ლოს-ანჯელესში, UFC 311-ზე გაიმართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა გაიმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ „მანქანა“ მიმდინარე წელს მეოთხე სატიტულო ბრძოლას დეკემბერში, პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანი ერთადერთი მებრძოლია, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია“ - რუსი პრომოუტერი
„იანი ერთადერთი მებრძოლია, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია“ - რუსი პრომოუტერი