კონსტანტინე პეტრიაშვილი, დავით ჭეჭელაშვილი, ნიკა ზანგალაძე, გოგა ოთინაშვილი, დაჩი პაპინაშვილი
Aa
Aa

ჭეჭელაშვილის და პეტრიაშვილის ოქროს მედლები ევროპის ჩემპიონატზე (U20)

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში ოთხი ქართველი გავიდა. დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ) აზერბაიჯანელი მეტოქე 10-0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ჭეჭელაშვილის შემდეგ ფინალში კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ.) იჭიდავა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე აშაბ დადაევი 10-0 გაანადგურა.

ნიკა ზანგალაძე (57კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელ ვასიფ ბაღიროვთან დამარცხდა.

გოგა ოთინაშვილი (70კგ) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველი ალექსანდრ გაიდარლი 11-1 დაამარცხა.

ფინალში ასევე გავიდა დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.), რომელმაც ნახევარფინალში პოლონელი ბართლომეი ნოვაკოვსკი 10:0 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გაგახსენებთ, წონა როდის ვერ ჩააბარა“ - ცარუკიანმა თოფურიას უპასუხა
„გაგახსენებთ, წონა როდის ვერ ჩააბარა“ - ცარუკიანმა თოფურიას უპასუხა