კონსტანტინე პეტრიაშვილი
Aa
Aa

სამივემ რუსი დაამარცხა - ქართველი მოჭიდავეები ფინალში გავიდნენ

იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის წარმატებული აღმოჩნდა. მთავარი მწვრთნელის ბელდუხ გავაშელიშვილის მომზადებული შეგირდებიდან სამი სპორტსმენი ფინალში გავიდა და მათ წარმატებას კიდევ უფრო სასიხარულოს ხდის ის ფაქტი, რომ სამივე მათგანმა ნახევარფინალში რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავისა და ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ძმა კონსტანტინე პეტრიაშვილი. მასსა და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოჭიდავე მაგომედოვის ბრძოლა 3:3 დასრულდა და კონსტანტინემ ფინალის საგზური ბოლო ქულის წყალობით მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში იჭიდავებს დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ), რომელმაც საიდულოვს 10:4 აჯობა, ხოლო ნიკა ზანგალაძემ (57 კგ) ასევე რუსი ოზდამიროვი მარტივად, 10:0 დაამარცხა. სამივე მათგანის ფინალური ორთაბრძოლა ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ამავე შეჯიბრებაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა, ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რვა მედალი კონტინენტის პირველობაზე - მოჭიდავეების წარმატება
რვა მედალი კონტინენტის პირველობაზე - მოჭიდავეების წარმატება