დაჩი პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონია - 20-წლამდე მოჭიდავეების მედლები იტალიიდან
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა.
86 კგ. წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი დაჩი პაპინაშშვილი გახდა. ახალგაზრდა ფალავანმა ფინალში თურქ აჰმეტ იაგანს დაძაბულ ბრძოლაში 3:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ცნობისთვის, ბრინჯაოს მედლები ალექსანდრე აბრამიშვილმა და საბა ღამბაშიძემ მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოქროსმედალოსანი 97 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილის ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ასევე, ტურნირის გამარჯვებული გახდა 79 კგ. წონაში დავით ჭეჭელაშვილიც, 57 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ნიკა ზანგალაძემ მოიპოვა, 70 კილოგრამში კი ბრინჯაოს მედალს გოგა ოთინაშვილი დაეუფლა.