საქართველო 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
12 ივლისიდან თელავში 19-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი იწყება.
გათამაშებაში მონაწილეობს 10 ნაკრები: ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, საქართველო, უკრაინა.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 12 ივლისს, 16:30 საათზე, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ასე გამოიყურება:
12 ივლისი | იტალია – საქართველო
13 ივლისი | ბელგია – საქართველო
15 ივლისი | საქართველო – დიდი ბრიტანეთი
16 ივლისი | საქართველო – კოსოვო