2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ - ოიონა მატკავას გადაბირებას ცდილობს
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის L’equipe-ს ინფორმაციით, ლუკა მატკავამ შესაძლოა კარიერა საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდში, ოიონაში გააგრძელოს.
ამ მომენტისთვის, ქართველი მორაგბე კასტრში ირიცხება, სადაც შავი ლომიდან სამედიცინო ჯოკერის სტატუსით გადავიდა.
წყაროს ცნობით, ლუკას გადაბირება რამდენიმე სხვა ფრანგულ კლუბსაც სურს, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესი ოიონამ გამოიჩინა. Lequipe იმასაც წერს, რომ ფრანგული გუნდი მატკავას 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
ცნობისთვის, ოიონაში კიდევ ორი ქართველი მორაგბე თამაშობს. საუბარი ვასილ ლობჟანიძეზე და ვანო კარკაძეზეა.
ასევე გეტყვით, ოიონამ გასულ სეზონში 30 ჩატარებული მატჩიდან 12 მოიგო, 61 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიცია დაიკავა.