ბეტისი, მანუელ პელეგრინი, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„რეალი მსაჯების გამო არ დაგვიმარცხებია“ - პელეგრინის პასუხი მოურინიოს

„ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩში „რეალთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ, მეტოქის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პრეტენზიებზე ისაუბრა. თამაშს მთავარი არბიტრი ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი ემსახურებოდა, რომლის მიმართაც „სამეფო კლუბის“ მხრიდან პრეტენზიები იყო.

„არ ვფიქრობ, რომ ძალიან უხეშად ვთამაშობდით. ორივე გუნდი იბრძოდა. არ მიმაჩნია, რომ მსაჯმა მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა. ერთი ყვითელი ბარათით მეტი იქნებოდა თუ ნაკლები - არა მგონია, ეს მატჩის შედეგის გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილიყო.

ჩვენ მსაჯის გამო არ მოგვიგია. ჩვენ მოვიგეთ იმიტომ, რომ ჩვენი მომენტები გამოვიყენეთ, მათ კი - არა. ან იმიტომ, რომ მათ დარტყმებს ალვარო ვალიესმა გაართვა თავი, ან იმიტომ, რომ მათ პენალტი ვერ გამოიყენეს. ფეხბურთში ასე ხდება. თამაშის შედეგზე გარკვეული ეპიზოდები ახდენს გავლენას. არ ვფიქრობ, რომ მსაჯმა რაიმე გავლენა იქონია“,

- განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

4 ტურის შემდეგ, ლა ლიგაში სევილიელებს 9 ქულა აქვთ და „რეალთან“ ერთად მე-2 პოზიციას ინაწილებენ, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ ორივე მათგანი დაქვეითდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები