ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„ვერ მივხვდი რატომ წავაგეთ“ - მოურინიომ ბეტისი გააკრიტიკა

„ბენიტო ვილამარინზე“ „რეალს“ იოლი გასეირნება არასოდეს არ ჰქონდა და ამჯერადაც ასე მოხდა - ჟოზე მოურინიოს მომზადებული მადრიდელები მიმდინარე ლა ლიგაში პირველად დამარცხდნენ და ბუნებრივია, ყოველივე ამის გამო დედაქალაქელები უზომოდ დამწუხრებულები იყვნენ. „ბლანკოსის“ პორტუგალიელმა დამრიგებელმა კი აღნიშნა, რომ ისინი მარცხს არ იმსახურებდნენ. ასევე ტრადიცია არ დაარღვია და არასამართლიანო თამაშის გამო, მეტოქე გუნდის მოთამაშეები გააკრიტიკა.

ჟოზე მოურინიო

რატომ არიან ჩემი გუნდის ფეხბურთელები გულბრყვილოები? იმიტომ, რომ „ბეტისის“ მოთამაშეები უმნიშვნელო ეპიზოდებშიც ცდილობდნენ მსაჯის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას, „რეალის“ წევრები კი ასე არ იქცეოდნენ მაშინაც, როდესაც სევილიელები უხეშობისთვის ყვითელ ბარათსაც იმსახურებდნენ - ამის ნათელი მაგალითი ჩვენი კაპიტნის, ფედერიკო ვალვერდეს საქციელია. როდესაც ასეთი კულტურისა და მენტალიტეტის მქონე კლუბის წინააღმდეგ გიწევს ასპარეზობა, ბუნებრივია ძალიან რთულია. ჩემი ფეხბურთელების თამაშით როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდურობის თვალსაზრისით ბოლომდე კმაყოფილი ვარ  და მათთან სასაყვედურო არაფერი მაქვს.

არამხოლოდ კარგად გამოვიყურებოდით, არამედ მომენტებსაც ვქმნით და 3-4 საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ. კარლოს ესპის არჩათვლილი გოლი? იქ თამაშგარე შეიძლება იყო და შეიძლება არც იყო. ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს, რადგან უზომოდ შრომისმოყვარეა. არის თამაშები, სადაც დომინირებ და ვერ ხვდები, რის გამოც დამარცხდი. ეს მატჩი სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

ცნობისათვის, მადრიდის „რეალის“ მთავარი კონკურენტი „ბარსელონა“ ხვალ სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდება და ეს თამაში თბილისის დროით 18:15 წუთზე დაიწყება. ოქროს მედლებისთვის მებრძოლი კიდევ ერთი კლუბი მადრიდის „ატლეტიკო“ კი დღეს სტუმრად „ბილბაოსთან“ (18:15 წუთი) იასპარეზებს და გამარჯვების შემთხვევაში თანაქალაქელ „ბლანკოსს“ სატურნირო ცხრილში გაუსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნანახით კმაყოფილი ვარ, სამ ქულას ვიმსახურებდით“ - ენრიკე მონაკოსთან მარცხზე
„ნანახით კმაყოფილი ვარ, სამ ქულას ვიმსახურებდით“ - ენრიკე მონაკოსთან მარცხზე