ბექა გიგაშვილი
Aa
Aa

გიგაშვილის ლელო ბორდოსთან - ტულონი ფინალში ვერ გავიდა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონი გადამწყვეტ ფაზაში შედის - ნახევარფინალში „ბორდომ“ „ტულონი“ 15-ქულიანი სხვაობით, 39:24 დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ბექა გიგაშვილი იყო, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო, თუმცა მისი ძალისხმევა გუნდური მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გიგაშვილმა ლელო შეხვედრის უკანასკნელ წუთზე დადო, რომელიც ზუსტად გარდასახეს, თუმცა ამით „ტულონელებმა“ სხვაობა მხოლოდ 15 ქულამდე შეამცირეს და ბუნებრივია თამაშის გადასარჩენად დრო საკმარისი არ იყო. ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და ის ცვლილებაზე 45-ე წუთზე კაილ სინკლერის ნაცვლად გამოჩნდა.

საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულისთვის „ბორდოს“ მეტოქე „ტულუზა“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში „ბაიონს“ 32:25 აჯობა. TOP 14-ის ფინალური შეხვედრა 28 ივნისს, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძლიერი შემადგენლობა გვყავს“ | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
„ძლიერი შემადგენლობა გვყავს“ | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო