რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

კოკერილი: „ქართველებს სამშობლო უყვართ და რაგბის გულიანად თამაშობენ“

5 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. რიჩარდ კოკერილის მიერ მომზადებული ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი ირლანდიის ნაკრები იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში პირველად ჩამოვა. ქართველმა მორაგბეებმა უკვე რამდენიმე კვირაა მზადება დაიწყეს და როგორი განწყობაა მოთამაშეებში, ამის შესახებ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ბორჯღალოსნების ინგლისელმა დამრიგებელმა საინტერესოდ ისაუბრა.

რიჩარდ კოკერილი

აქ ჩამოსვლისთანავე ერთ რამეს თავიდანვე მივხვდი - ქართველებს სამშობლო განსაკუთრებულად უყვართ და რაგბის გულიანად თამაშობენ, რაც სათანადო შედეგის მიღწევაში ეხმარებათ. ჩვენი მიზანია პლანეტის საუკეთესო ათეულში ვიყოთ და მსოფლიოს თასზე რეგულარულად ვთამაშობდეთ. რაც შეეხება შემადგენლობის შერჩევას, ახალგაზრდა მოთამაშის გამოძახებას როდესაც მიზანშეწონილად ვთვლი, თავს არც ერთ შემთხვევაში არ შევიკავებ. ჩემთვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - 17 წლის არის მორაგბე, თუ 37-ის, თუ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეროვნულ გუნდში აუცილებლად ითამაშებს.

ცნობისათვის, საქართველო - ირლანდიის მატჩი 5 ივლისს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება და შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ-რეჟიმში არის შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი | სექტემბერში ორი მატჩი იტალიურ გუნდებთან
შავი ლომი | სექტემბერში ორი მატჩი იტალიურ გუნდებთან