სიმბოლურში პირველივე ტურში - დარბაიძის ჩინებული სტარტი
Aa
Aa

სიმბოლურში პირველივე ტურში - დარბაიძის ჩინებული სტარტი

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონი დაიწყო და მართალია ლელოთი თავი არც ერთ ქართველ მორაგბეს არ გამოუჩენია, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მაინც დაფიქსირდა - „ნიცასთან“ (36:5) მოგებულ შეხვედრაში „ბიარიცის“ ქართველმა ლეგიონერმა კახაბერ დარბაიძემ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ პირველივე ტურში სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

დარბაიძემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მიუხედავად ამისა, საკმაოდ პროდუქტიულად იასპარეზა, რაც ექსპერტების შეფასებები და დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემებიც კარგად მეტყველებს. ქართველი მორაგბის აქტივში ბურთით დაფარული 12-მეტრიანი მანძილი, ბურთის 8 წაღება და 4 წარმატებული ბოჭვა გახლდათ, რითაც სერიოზული განაცხადი გააკეთა.

ცნობისათვის, დარბაიძე გასულ სეზონში „შავი ლომის“ ღირსებას იცავდა, კარიერა კი ოზურგეთის „არწივებში“ დაიწყო. რაც შეეხება „ბიარიცს“, საფრანგეთის ხუთგზის ჩემპიონია, ხოლო 2012 წელს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწია და ევროპის ჩელენჯ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
შავი ლომი | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის