ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. დღეს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევრო 2026-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა მეტოქეების ვინაობა, რომლებსაც ტიტე კალანდაძის გუნდი ჯგუფში დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები იქნებიან. ამ სამი ნაკრებიდან, ორს საქართველოს ნაკრები კარგად იცნობს და გასულ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი მოწინააღმდეგეები შვედეთი და ნიდერლანდები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ევროპის სახელბურთო ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე სამ ქვეყანაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება. ტურნირზე ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნა და მეოთხედფინალში, ორი საუკეთესო ნაკრები გავა.
გეტყვით იმასაც, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა და მეორე პოზიცია დაიკავა. ჩვენმა გუნდმა საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას აჯობა და მხოლოდ ისლანდიას ჩამორჩა.