„სამარცხვინოა“ | სანტიაგო კანისარესმა მამარდას პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა
„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა „ალავესთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც „ჩემ“ 0:1 წააგო. კანისარესმა ყურადღება „ღამურების“ კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე გაამახვილა და განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ეს არ უნდა ხდებოდეს.
„სამარცხვინოა, რომ ამ მომენტში პენალტი დაინიშნა. არ ვიკამათებ იმაზე თერთმეტმეტრიანი იყო თუ არა. წესების მიხედვით შესაძლოა, მთავარი არბიტრი სწორად მოიქცა, მაგრამ სამარცხვინოა, რომ ეს მოქმედება ფეხბურთში პენალტია“.
საინტერესოა, რომ „ალავესთან“ გამართული მატჩის შემდეგ, მამარდაშვილმა ესპანელ ჟურნალისტებთან ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გიორგიმ დასძინა, რომ „ალავესის“ ფეხბურთელებსაც იგივე პოზიცია აქვთ და პირადად უთხრეს, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.
ცნობისთვის, მარცხის მიუხედავად, მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გიორგის 4 სეივი ჰქონდა და რთული ბურთები მოიგერია. „ვალენსიას“ რაც შეეხება, „ღამურებს“ 45 ქულა აქვთ და მე-11 ადგილს იკავებენ.