7-ქალა ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა | რაგბი
საქართველოს 7-ქალა დღეს გამთენიისას რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გაემგზავრა, რომელსაც 13-15 ივნისს ხორვატიის საკურორტო ქალაქი მაკარსკა უმასპინძლებს.
ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელ ალაფაზე მეორე ადგილი დაიკავა და წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატს პირველად ითამაშებს.
მაკარსკაში საქართველო ა ჯგუფში საფრანგეთთან, ჩეხეთთან და ირლანდიასთან ითამაშებს; ბ ჯგუფში ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და შვედეთი მოხვდნენ; გ ჯგუფში ესპანეთი, პოლონეთი, იტალია და პორტუგალია გაერთიანდნენ.
გოგონებს ჩემპიონატში სადებიუტო თამაში 13 ივნისს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან, ჩვენი დროით 12:20 საათზე ექნებათ. იმავე დღეს 18:28 საათზე ჩეხეთს ერკინებიან, რომელმაც შარშან მე-6 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპს 14 ივნისს, 11:58 საათზე ირლანდიით ვასრულებთ (მე-7 ადგილი შარშან), რის შემდეგაც ფლეი ოფები დაიწყება, ნახევარფინალები და ფინალები კი 15 ივნისს გაიმართება.
7-ქალას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე:
ანა დათიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე,ლიკა ხუფენია, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ნინო წიკლაური, ანნა რურუა, ანასტასია ახვლედიანი, კირა დანელია.
წყარო: Rugby.ge