საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
Aa
Aa

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, ჩვენი გუნდი შვეიცარიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 29:5 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 4-4 გოლით ბომბარდირები ახვლედიანი, დადვანი და მაგრაქველიძე გახდნენ.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ისრაელის ნაკრებმა ბულგარეთი 16:9 დაამარცხა და ასევე ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ქართველი წყალბურთელები მომდევნო შეხვედრას 11 ივნისს, ისრაელთან გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი | Opta ფავორიტად პარი სენ-ჟერმენს ასახელებს
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი | Opta ფავორიტად პარი სენ-ჟერმენს ასახელებს