გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

„სპეციალური ვარჯიშები კაპიტანი ამერიკისთვის“ - სპორტინგის გეგმა ქოჩორასთვის

გიორგი ქოჩორაშვილი თავის ახალ კლუბს ლისაბონის „სპორტინგს“ 1 ივლისიდან შეუერთდება და სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

პორტუგალიური გამოცემა Record-ი წერს, რომ კლუბმა ქოჩორაშვილისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლითაც ქართველი ნახევარმცველი მოემზადება. ის მაქსიმალურად არის მის სათამაშო პროფილსა და უნარებზე მორგებული.

ლისაბონური კლუბი გეგმავს, რომ ქოჩორაშვილი ქომაგების წინაშე საუკეთესო კონდიციებში წარსდგეს.

„უმაღლეს დონეზე, რომ გამოხვიდე, საამისოდ ნებისმიერი დეტალის ზედმიწევნით შესრულებაა საჭირო. ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭო. ეს კი კაპიტანმა ამერიკამ გიორგი ქოჩორაშვილმა ძალიან კარგად იცის.

ჩვენი ინფორმაციით, ქოჩორაშვილი უკვე დიდი ენთუზიაზმით ემზადება და იმ გეგმას მისდევს, რომელიც კლუბმა მას გადასცა. ქართველი სეზონის სტარტს მოუთმენლად ელოდება“.

- წერს პორტუგალიური გამოცემა.

ქოჩორაშვილი 2025/26 წლების სეზონიდან „სპორტინგთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და მთავარ გუნდში ყველა ტურნირზე 66 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკკოისტისა და აგბონლაჰორის სიმბოლური ნაკრებები | კვარა ორივემ გამოარჩია
მაკკოისტისა და აგბონლაჰორის სიმბოლური ნაკრებები | კვარა ორივემ გამოარჩია