ნეიმარი, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

ფენერბაჰჩემ ნეიმარს კონტრაქტი შესთავაზა

ნეიმარმა თურქეთიდან შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ Fanatik-ი წერს.

„სანტოსის“ 33 წლის ბრაზილიელ ფორვარდს სურს, რომ 2026 წლის მუნდიალზე ნაკრების შემადგენლობაში ითამაშოს, ამიტომ ევროპაში დაბრუნებას გეგმავს.

გამოცემის ცნობით, ნეიმარის გაფორმებით „ფენერბაჰჩეა“ დაინტერესებული, რომლის თავკაცი ჟოზე მოურინიოა.

კლუბმა ბრაზილიელს 1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, გაგრძელების ოფციით.

შეგახსენებთ, რომ „ალ ჰილალში“ გატარებული 2-წლიანი პერიოდის შემდეგ, სადაც ნეიმარმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ბრაზილიელი მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო საუკეთესო ფორმა ვერც ბრაზილიაში აღიდგინა - მის ანგარიშზე 14 მატჩში 3 გოლი და ამდენივე ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკისთან კონფლიქტის ფონზე, პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
ლევანდოვსკისთან კონფლიქტის ფონზე, პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადადგა