ნეიმარი და სანტოსი კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავენ
ნეიმარი და „სანტოსი“ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ Globo Esporte წერს.
გამოცემის ცნობით, გარიგების პირობები, რომელიც მომავალი წლის ივნისამდეა გათვლილი, უკვე მზადაა.
კლუბი ჯერ კიდევ ცდილობს დაარწმუნოს თავდამსხმელი, რომ კონტრაქტი 2026 წლის დეკემბრამდე გააგრძელონ, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩქარობენ.
33 წლის ნეიმართან მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება, ამიტომაც მისი გარემოცა ჯერ არ ჩქარობს. ბრაზილიელი ევროპაში დაბრუნებაზე უარის თქმას არ აპირებს, თუ საინტერესო ვარიანტი არ გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ „ალ ჰილალში“ გატარებული 2-წლიანი პერიოდის შემდეგ, სადაც ნეიმარმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ბრაზილიელი მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო საუკეთესო ფორმა ვერც ბრაზილიაში აღიდგინა - მის ანგარიშზე 14 მატჩში 3 გოლი და ამდენივე ასისტია.