ნეიმარი
Aa
Aa

მექსიკელები უარით გაისტუმრა | ნეიმარს ევროპაში დაბრუნება სურს

ნეიმარ ჟუნიორმა, რომელიც ამჟამად „სანტოსის“ ღირსებას იცავს“, „პაჩუკას“ შეთავაზება უარყო და მექსიკაში გადაბარგებაზე უარი თქვა. ამის შესახებ გავლენიანი ბრაზილიური გამოცემა O Globo იტყობინება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ, სადაც „პაჩუკა“ „რეალს“, „ალ ჰილალს“ და „რედ ბულ ზალცბურგს“ შეხვდება, მექსიკელებმა ნეიმარს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონ დოლარს დაპირდნენ, რაც ბრაზილიელს მექსიკის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევდა.

თუმცა ბრაზილიელმა „პაჩუკაში“ გადასვლაზე უარი თქვა. O Globo-ს ცნობით, ნეიმარი და მამამისი (რომელიც ფეხბურთელის აგენტიცაა) ფიქრობენ, რომ 33 წლის ბრაზილიელი ევროპაში უნდა დაბრუნდეს.

არსებული ინფორმაციით, ნეიმარის გარემოცვა მოლაპარაკებებს მართავს ესპანურ, ინგლისურ და იტალიურ კლუბებთან, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა.

შეგახსენებთ, რომ „ალ ჰილალში“ გატარებული 2-წლიანი პერიოდის შემდეგ, სადაც ნეიმარმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ბრაზილიელი მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო საუკეთესო ფორმა ვერც ბრაზილიაში აღიდგინა - მის ანგარიშზე 12 მატჩში 3 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - კელეჰერი ლივერპულიდან წავიდა
მამარდას ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - კელეჰერი ლივერპულიდან წავიდა