საქართველოს თასი ხელბურთში
Aa
Aa

იმედო ფხაკაძის სახელობის ტურნირი - საქართველოს თასი ბათუმელებს დარჩათ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლეგენდარული ქართველი ხელბურთელის, იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ტურნირში მონაწილეობა ექვსმა კლუბმა მიიღო. შეჯიბრება პირდაპირ პლეი ოფებით დაიწყო და დღეს ფინალური მატჩით დასრულდა, სადაც „ბათუმმა“ „ქუთაისი“ 25:18 დაამარცხა.

როგორც ფინალისტების, ასევე ტურნირის მონაწილე სხვა კლუბების შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ხელბურთელი ასპარეზობდა, რომელთაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. თითოეულ შეხვედრას ესწრებოდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, რომელიც ბუნებრივია ცდილობს ეროვნული გუნდისთვის ისეთი კადრების მოძიებას, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ნაკრების წამყვან ხელბურთელებს სათანადოდ ჩაანაცვლებენ.

იმედო ფხაკაძე, რომლის სახელიც საქართველოს თასის გათამაშებას რამდენიმე წლის წინ მიენიჭა, 1968 წლის მსოფლიოს სტუნდენტური თამაშების ჩემპიონი და ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გახლდათ. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1963-1971 წლებში ჩატარებულ 68 მატჩში კი თავი 193 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ხელბურთელის ტრანსფერი - გავაშელიშვილი პოლონეთში წავიდა
ქართველი ხელბურთელის ტრანსფერი - გავაშელიშვილი პოლონეთში წავიდა