გიორგი დიხამინჯია
Aa
Aa

მატჩის MVP გახდა - დიხამინჯიას 12 გოლი პოლონეთში

სანაკრებო წარმატებების პარალელურად, ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული გუნდის ხელბურთელები გულშემატკივრებს საკლუბო დონეზე მაღალ დონეზე ასპარეზობითაც ანებივრებენ. ამის ნათელი მაგალითია გიორგი დიხამინჯია, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატში არამარტო თავის კლუბში, არამედ მთლიანად პირველობაზეც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და თამაშის ხარისხს ტურიდან ტურამდე აუმჯობესებს.

პოლონეთის სახელბურთო პირველობის ბოლოსწინა ტურში „აზოტი-პულავი“, სადაც გიორგი ასპარეზობს, სტუმრად „კვიძინთან“ 4-ბურთიანი სხვაობით, 36:40 დამარცხდა, დიხამინჯიამ 12 გოლი გაიტანა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო. მისმა თანაგუნდელმა და საქართველოს ნაკრების მეკარემ ზურაბ ცინცაძემ კი შეზღუდულ სათამაშო დროში სამი სეივის განხორციელება მაინც მოასწრო.

გათამაშების ბოლო ტურის წინ „აზოტი-პულავი“ სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 15 ქულით უსწრებს. დიხამინჯია და ცინცაძე წლევანდელ საკლუბო სეზონს 26 მაისს, „პიოტრკოვიანინთან“ საშინაო მატჩით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ხელბურთელის ტრანსფერი - გავაშელიშვილი პოლონეთში წავიდა
ქართველი ხელბურთელის ტრანსფერი - გავაშელიშვილი პოლონეთში წავიდა