მირიან გავაშელიშვილი
Aa
Aa

ქართველი ხელბურთელის ტრანსფერი - გავაშელიშვილი პოლონეთში წავიდა

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში განაგრძობს. 24 წლის გამთამაშებელმა „რებუდ ოსტროვიასთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს 2025/2026 წლების სეზონიდან შეუერთდება. პოლონური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართველ მოთამაშეს ახასიათებენ კარგი ფიზიკური მონაცემების ხელბურთელად, რომელსაც მრავალმხრივი სათამაშო სტილი და მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა გააჩნია.

გავაშელიშვილმა კარიერის პირველი ნაბიჯები თელავის „იმედში“ გადადგა, რომლის შემადგენლობაშიც პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე, ჩელენჯ თასზე აქვს ნათამაშები. ბოლო პერიოდში კი, „მეტალოპლასტიკას“ ღირსებას იცავდა, სადაც გულშემატკივარს თავი სტაბილური და შედეგიანი ასპარეზობით დაამახსოვრა და სერბეთის ჩემპიონატში გამართულ 55 შეხვედრაში 73 ბურთი გაიტანა.

24 წლის ხელბურთელი საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და 2026 წლის იანვარში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ფავორიტთან - ხელბურთელებმა შესარჩევი მეორე ადგილზე დაასრულეს
მარცხი ფავორიტთან - ხელბურთელებმა შესარჩევი მეორე ადგილზე დაასრულეს