ზურაბ ცინცაძე
Aa
Aa

პოლონეთში დარჩენა გადაწყვიტა - ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეკარისა და ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია. 29 წლის სპორტსმენმა გუნდი შეიცვალა, ჩემპიონატი კი არა და „აზოტიდან“ „ლეგიონოვოში“ გადავიდა, რომელიც გასულ სეზონში პოლონეთის სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა.

ცინცაძესთან ერთად „აზოტში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ხელბურთელი გიორგი დიხამინჯიაც თამაშობდა, რომელიც გასულ სეზონში გატანილი 147 გოლით პულოვოს კლუბის ვიცე-ბომბარდირი გახდა, თუმცა სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ისიც სხვაგან განაგრძობს კარიერას, რადგან „აზოტი“ ფინანსური პრობლემების გამო, პრაქტიკულად დაშლის პირას არის მისული.

ზურაბ ცინცაძემ ხელბურთის თამაში საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო და მისი პირველი გუნდი „პეგასი“ გახლდათ, რის შემდეგაც ის ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდების, „პრილეპისა“ და „ოჰრიდის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იმედო ფხაკაძის სახელობის ტურნირი - საქართველოს თასი ბათუმელებს დარჩათ
იმედო ფხაკაძის სახელობის ტურნირი - საქართველოს თასი ბათუმელებს დარჩათ