წულუკიძის ბრწყინვალე შედეგი - ქართველი სპორტსმენი ევროპის ტოპ-ათეულში შევიდა
სპორტის საწყლოსნო სახეობებში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების წარმატებებმა საერთაშორისო ასპარეზზე ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც ბუნებრივია ქართველი გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანია. ტრიუმფისა და წარმატების გარეშე არც საბერძნეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს ჩაუვლია, სადაც გიორგი წულუკიძემ ტრამპლინიდან ხტომაში საოცარი შედეგი აჩვენა.
კონტინენტის ახალგაზრდულ პირველობაზე წულუკიძემ 3-მეტრიან ტრამპლინზე ინდივიდუალურ ხტომებში 467,20 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და იმ საუკეთესო ათ სპორტსმენს შორის მოხვდა, რომელთაც ფინალურ ბლოკში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. წულუკიძე მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ფინალში 492.80 მეათედ ქულას მოუყარა თავი, რითაც საბოლოოდ მერევ ადგილზე გავიდა, რაც უდიდესი წარმატებაა.
ქართველ წყალში მხტომელს კონტინენტის პირველობაზე კონკურენციას სპორტის ამ სახეობაში ისეთი დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარმომადგენლები უწევდნენ, როგორებიც იტალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა და გერმანიაა.